ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან და ავსტრიიდან პროფესიონალ მოთხილამურე ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა.ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერები ბახმაროს ესტუმრნენ. სამთო კურორტზე სპორტსმენები თხილამურებით დაეშვნენ.
ტურის ფარგლებში ერიკ ჰორლიფსონსი, ანნე ვანგლერი, მაქსიმილიან დრეგერი და ფაბიო კეკი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ინფლუენსერებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულების შესახებ Instagram-ზე ფოტოები და სთორები გამოაქვეყნეს,”-ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.