გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ჯეიმი ოლივერის მომზადებული ხაჭაპური

ყველა სიახლეზე დაბრუნება
oliveri-khatchapuri-
oliveri-khatchapuri-

ბრიტანელი შეფ მზარეული ჯეიმი ოლივერი Youtube–ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ 9 წუთიან, 1:30 წუთიან და 15 წამიან ვიდეორგოლებს ავრცელებს. საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ჯეიმი ოლივერმა ხაჭაპურისა და სალათის საკუთარი ვერსია მოამზადა.

„საქართველოში  ჩემი მოგზაურობისას ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური, ეს არის ქართული ეროვნული კერძი, რომელიც საუკეთესო ცომეულია. მე ჩემი ინსპირაციით მოვამზადე ხაჭაპური, გამოვიყვანე ჩემი ფავორიტი ბრიტანული და ირლანდიური ყველი. ვფიქრობ ეს კერძი  ხალხს ახარებს, ჩემი გვერდის ბმულზე კი რეცეპტს იპოვით“,-წერს ჯეიმი ოლივერი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელი შეფ-მზარეული, მთელ მსოფლიოს  საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს მედია პლატფორმებით და სოციალური ქსელებით აცნობს.

ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. მსოფლიო  შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…