გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Iveria Beach: მოთხოვნა, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
iveria beach
iveria beach

მოთხოვნა დაახლოებით, 20%-მდე გაიზარდა და უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, – ამის შესახებ სანაპირო კომპლექსი Iveria Beach-ის მენეჯერმა ნიკოლოზ არაბიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მომხმარებლების 70% ადგილობრივი ტურისტები არიან.

“წინა წელს ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებდა ზღვაში ჩასვლისგან. წელს ეს ტენდენცია გამოსწორებულია, სხვანაირად მიდის ყველაფერი, უფრო უკეთესი სეზონია. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო, რადგან ჩვენ ამინდზეც, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ და ზღვის დაბინძურების ფაქტორიც აღარ არის. ასევე, წინა წლებში კორონავირუსი იყო, რამაც ასევე შეგვაფერხა. ყოველ წელს გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა წელს აღნიშნული ფაქტორები მოხსნილია. წინასწარ ჯავშნები ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნის მომსახურებაზე გვაქვს, თუმცა მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ აღნიშნული ფუნქციის სხვა სერვისებზეც დამატებას. 

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა დაახლოებით 30% არიან უცხოელი ტურისტები, მათ შორის, ამერიკიდან, შუა აზიიდან და ევროპიდან”, – აცხადებს ნიკოლოზ არაბიძე. 

რაც შეეხება ტარიფებს – როგორც კომპლექსის მენეჯერი აღნიშნავს, ფასები არ გაზრდილა და მიმდინარე წელსაც  შენარჩუნდება.

Iveria Beach – 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს კერძო სანაპირო ზოლს, 300 შეზლონგით. ასევე, სარესტორნე სივრცეს, ორ ბარს, მათ შორის, სანაპირო ბარს და სარესტორნე ბარს და გამწვანებულ ზონას, სადაც ადამიანს შეუძლია დაისვენოს, იმუშაოს, ან უბრალოდ განიტვირთოს. გარდა ამისა, კომპლექსში არის გასართობი სივრცე როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…