გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

იტალიის მოქალაქეობის მიღება შეიძლება გამარტივდეს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
italia
italia

იტალიაში იმართება რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭება გამარტივდეს. ხმის მიცემა გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. წინასწარი შედეგებიც დღესვე გახდება ცნობილი.

რეფერენდუმში იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას: უჭერენ თუ არა მხარს ბინადრობის პერიოდის 5 წლამდე შემცირებას, რაც იტალიის მოქალაქეობის მინიჭებისთვის არის საჭირო.

მიგრანტები რეფერენდუმის პარალელურად აწარმოებენ კამპანიას რეფერენდუმში მონაწილეების რაოდენობის გასაზრდელად – იმისათვის რომ ის შემდგარად ჩაითვალოს, საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ის მონაწილეობა. წინასწარ ცნობილია იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის დამოკიდებულება ამ კენჭისყრის შესახებ – ის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივების წინააღმდეგია და არც რეფერენდუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მელონი თვლის, რომ: “ამჟამინდელი სისტემა არის შესანიშნავი და ყველაზე ღია.”

“ჩვენ წლების განმავლობაში იმ ევროპულ ქვეყნებს შორის ვართ, რომლებიც ყოველწლიურად ყველაზე მეტ უცხოელს ანიჭებს მოქალაქეობას”.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დაქორწინებული იტალიელზე და არ აქვთ ნათესაური კავშირი იტალიასთან, ქვეყანაში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ მანამ, ვიდრე მოქალაქეობის მინიჭებაზე შეიტანენ განაცხადს, რომლის განხილვასაც, ასევე, შეიძლება წლები დასჭირდეს.

თუ რეფერენდუმის იდეას მხარი დაუჭირეს, ეს მილიონზე მეტ უცხოელს შეეხება, რომლებიც ახლა იტალიაში ცხოვრობენ. რეფერენდუმის ინიციატორი მემარცხენე ოპოზიციური პარტიები არიან. მოქალაქეობის მიღებისას გათვალისწინებული იქნება განმცხადებლის კრიმინალური ისტორია, დასაქმებულის სტატუსი და სხვა გარემოებები.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…