ISTORIA WINE თებერვლის დასაწყისში ბათუმში პირველ ბრენდულ მაღაზიას გახსნის, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ISTORIA WINE-ს თანადამფუძნებელმა ანა კამინსკენემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და ბოლო დეტალები ზუსტდება – ეს შეიძლება იყოს სტენდი ან ბრენდული მაღაზია.
ISTORIA WINE ბრენდული მაღაზიის გახსნას 2024 წელსაც გეგმავდა, თუმცა როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნულის განხორციელებაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალათ ხელი.
“2024 წელს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა. ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა ის აქტივობა რაც გვქონდა. კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა, თუმცა არც შემცირებულა. რაც შეეხება სიახლეებს – 2024 წელს დავამატეთ ახალი სახეობა, ეს არის – ღვინო 24-კარატიანი საკვები ოქროს ფირფიტებით, რომლის ღირებულება 150 ლარამდეა. და ასევე, გვქონდა გულის ფორმის ღვინის ყუთები. შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება არის, ნორმალური გაყიდვები აქვს ახალ პროდუქციას, თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვინდა განვითარება.
სამომავლო გეგმების დასახვა ძალიან რთულია. შესაბამისად, რაიმე კონკრეტული გეგმა გაწერილი არ გვაქვს, რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება. ყველა ის პროექტი, რასაც ვგეგმავდით დაგვიპაუზდა, მათ შორის, სტენდის, ან ბრენდული მაღაზიის გახსნა. აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გახდა“, – აცხადებს ანა კამინსკენე.
რაც შეეხება ექსპორტს – თანადამფუძნებლის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებაც კომპანიამ ამ ეტაპზე დააპაუზა.
ცნობისთვის, საქართველოში ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია – ISTORIA WINE 1 წლის წინ დაარსდა. კომპანია ბჭყვიალა ღვინოს ერთ-ერთ ქარხანასთან თანამშრომლობით.
bp.ge