გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ისრაელიდან ჯავშნების გაუქმების ტენდენცია დასრულდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
israeli
israeli

ირან-ისრაელის ომის ფონზე ჯავშნების გაუქმების ტენდენცია დასრულდა, მიმდინარეობს ჯავშნების აღდგენა, – ამის შესახებ HSC Group Hospitality დირექტორმა გიორგი დოლიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის ტურიზმის სტატისტიკაში ისრაელს დაახლოებით, 25-30% უჭირავს.

“მაისში 87%-იანი დატვირთულობა გვქონდა, ხოლო ივნისში ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ  ეს მაჩვენებელი 95%-მდე უნდა გვქონოდა. ბოლო პერიოდში ირან-ისრაელის ფონზე იყო მყისიერი გაუქმებები და სავარაუდოდ, ჩვენი ვარაუდით, დარჩენილი რეზერვაციები დაკორექტირდება 80%-მდე. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ისრაელი საქართველოსთვის მოწინავე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია ტურიზმის განხრით და თბილისისა და ბათუმის ტურიზმის სტატისტიკაში ისრაელს დაახლოებით, 25-30% უჭირავს. გვიხარია, რომ ომი დასრულდა და უახლოეს ხანში გვაქვს იმის პასუხები იქიდან, რომ ეს ყველაფერი აღდგება. 

ვინც ჩვენთან მოგზაურობას გეგმავდა და თანხა ჰქონდა გადახდილი, ჩვენ ეს თანხა დეპოზიტებზე დავუტოვეთ და გამოიყენებენ ამ დეპოზიტებს როგორც ივლისის, ისე აგვისტოს თვეში. გარდა ამისა, თავისთავად მოემატება ახალი რეზერვაციებით, რისი იმედიც გვაქვს”, – აცხადებს გიორგი დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღე ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას  შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…