ირანში მიმდინარე მოვლენების გავლენა ტურიზმისთვის მინიმალური იქნება

iraneli turistebi

საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში მიმდინარე მოვლენების გავლენა მინიმალური იქნება, – ასეთია Galt & Taggart-ის  მოლოდინი.

საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავსს, რომ საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 2.7% იყო და ამ დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ წელს ტურიზმიდან ქვეყანა 4,9 მლრდ დოლარს მიიღებს, 2025 წელს კი მაჩვენებელმა 4,6 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად თითქმის 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print