გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ირაკლი ქარქაშაძე: EURO2024-სთვის ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irakli-qarqashadze
irakli-qarqashadze

EURO2024-სთვის ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები როგორც არსებული ფრენების გაზრდაზე, ასევე ახალი ჩარტერების დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

“ჩვენ, იმ დღესვე, საბერძნეთი-საქართველოს მატჩის დასრულებისთანავე პირველი რაც აზრად მოგვივიდა იყო ის, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტი გაზრდილ მოთხოვნას მზად შეხვდეს. ამ ეტაპზე ნაადრევია ლაპარაკი თუ რა შედეგებით შევხვდებით პირველ თამაშს. სიხშირეები ისედაც უკვე გაზრდილია და ვაცნობებთ ჩვენი ნაკრების ფანებს იმ დამატებითი რეისების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით დაინიშნება. ასევე, ვგეგმავთ, რომ ქართულ ავიაკომპანიებთან ვაწარმოოთ ჩარტერებზე მოლაპარაკება და იყოს რაც შეიძლება მეტი. დარწმუნებული ვარ მთელ საქართველოს ენდომება ამ თამაშებზე დასწრება. შევეცდებით, რომ ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ – თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი” – საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ – საქართველო-პორტუგალია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…