გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ინტერესი წელს ინდოეთმა გამოიჩინა – The Grand Gloria Hotel

ყველა სიახლეზე დაბრუნება
The Grand Gloria Hotel
The Grand Gloria Hotel

აჭარაში სასტუმროები ზაფხულის ტურისტული სეზონის ცხელი პერიოდისთვის ჯავშნებს იღებენ. წინა წელთან შედარებით წელს დიდ ინტერესს ინდოელი ტურისტები იჩენენ.

The Grand Gloria Hotel-ის გაყიდვების მენეჯერი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტრადიციული ბაზრებიდან ინტერესი შენარჩუნებულია და  საქართველოთი დაინტერესების მზარდი ტენდენცია ინდოელ ტურისტებში შეინიშნება.

,,წელს ინდოეთი დაემატა. ძირითადი ტურისტული ნაკადები რაც იყო რჩება.

ეს იყო ისრაელი და საუდის არაბეთი, რუსეთი.

ინტერესი გამოიჩინა წელს ინდოეთმა. ჯგუფები ჩამოდიან.’’- აცხადებს ,,The Grand Gloria Hotel’’-ის გაყიდვების მენეჯერი დავით ელისაშვილი.

სასტუმროს დატვირთულობა ამ დროისთვის 40%-ია. იღებენ ჯავშნებს სეზონის ცხელი პერიოდისთვისაც. დავით ელისაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე პოზიტიური მოლოდინი აქვთ და ელიან, რომ წლევანდელი სეზონი აქტიური იქნება.

,,ამ პერიოდში დატვირთულობა ძირითადად გვაქვს ისრაელიდან. გვყავს პატარა ჯგუფები.

ასევე სტუმრები გვყავს საუდის არაბეთიდან. ასევე ჯგუფები გვყავს ინდოეთიდან.

ზაფხულის მაღალ სეზონზე, ივლისისა და აგვისტოს პერიოდზე ჯერჯერობით ძალიან დიდი დატვირთულობა არ გვაქვს. ვიღებთ ჯავშნებს.

დატვირთულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 40%-ია. მოთხოვნის მიხედვით მოლოდინი გვაქვს, რომ სავარაუდოდ კარგი სეზონი იქნება.

ჯერ დამუშავება მიდის ამ მოთხოვნების, ბოლომდე არ არის დადასტურებული. იწერებიან, რომ ფასზეა დამოკიდებული.’’- აცხადებს დავით ელისაშვილი.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…