ინფორმაცია საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ

peru

2023 წლის 18 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენა, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

გაცნობებთ, რომ შეთანხმების ტექსტი განთავსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“-ს იფიციალურ ვებ-გვერდზე.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები