გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ინახავდნენ თუ არა ამ დერგში ყველს 8000 წლის წინ?

ყველა სიახლეზე დაბრუნება
dergi
dergi

სერიიდან ყველის არქეოლოგია

გაიცანით კიდევ ერთი დერგი შულავრის და იმირის გორის ნეოლითური ნამოსახლარებიდან.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეული. როცა არც მეთუნეობის მბრუნავი დისკი ჰონდათ, არც სახელოსნოები და დიდი სავაჭრო ცენტრები, ასე ძერწავდა და ამკობდა ქართველი ქალი თიხის ჭურჭელს.

„დერგი ნაძერწია მსხვილმარცვლოვანი თიხისგან, რომელშიც გასამჭლევებლად შერეული აქვს ბაზალტი და ხვინჭა. სუსტადაა გამომწვარი. ქუსლიანი ძირით. პირზე ნუშისგულისებრი კოპები აქვს დაძერწილი. ეს დერგი სპეციალისტების მიერ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე ათასწლეულის ბოლო ხანებით თარიღდება.“

ამონარიდი ბუკლეტიდან „ქართული ყველის 80 საუკუნე“. ქართული ყველის მკვლევრის – ანა მიქაძე ჩიკვაიძის და დიდი მეცნიერების, -პაატა ბუხრაშვილის და თამილა ცაგარეიშვილის ერთობლივი პროექტი.

ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:  

-კავკასიაში, განსაკუთრებით შულავერი-შომუთეფეს კულტურის არეალში, ნეოლითური კერამიკა მნიშვნელოვანი საკვლევი მასალაა იმისთვის, თუ როგორ ვითარდებოდა რძის პროდუქტების დამუშავება და შენახვა. დერგი ეთნოგრაფიულ ყოფაში ძირითადად ყველისა და მწნილის შესანახად გამოიყენებოდა. სავსებით დასაშვებია, რომ უძველესი მოსახლენი, ამ დერგშიც ყველს ინახავდნენ. რაც ადრეული მესაქონლეობის განვითარების ინდიკატორია.

მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში 2800 წლით დათარიღებულ საწური ვიპოვე. მინაბაძი გავაკეთებინე და თბილისში ჩამოვიტანე.  მაშინვე მივიტანე ისტორიულ მუზეუმში. სასაცილოდ არ ეყოთ არქეოლოგებს, – ანა, ასეთი ჭკვიანი ქალბატონი ხართ და ხომ იცით, 2800 წელი ყველისთვის არაფერიაო. ჩამიყვანეს და მაჩვენეს უამრავი ჭურჭელი. რომლის ასაკიც  ზუსტად 8000 წლიდან იწყებოდა. მათ შორის იყო ეს დერგიც.

საინტერესოა დერგის დასამზადებლად გამოყენებული ტექნოლოგია: მსხვილმარცვლოვანი თიხის, დანაყილი ბალაზტისა და ხვინჭის შერევა. 

ფორმულა, რომელიც მტკიცე და შედარებით ფოროვან მასალას ქმნის, ხელს უწყობს ტენიანობის რეგულირებას და შიგთავსის შენახვას.  

ავტორი: შორენა მერკვილაძე

რესპოდენტი: ანა მიქაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…