იმერული ტურიზმის კლუბის შეთავაზება

imeruli turizmis klubi

სათავგადასავლო, სოფლის და ღვინის ტურებს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი
კუთხის, იმერეთის, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.


1 დღე
ცხენტური აჯამეთის აღკვეთილში. სტარტი სოფელ ვარციხეში. აჯამეთის
აღკვეთილის ეს ბილიკები ( ვარციხე-საიმედო, ვარციხე-ობჩა) გამოირჩევა ულამაზესი
ფოთლოვანი ტყის მასივით, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს
სტუმრებზე.


ცხენტურის დასრულების შემდეგ – პიკნიკი ტყეში (ხაჭაპური, მჭადი, ყველი,
კიტრი/პომიდორის სალათა, წიწილა), ან ლანჩი კაფე გლიცინიაში, რომელიც
თბილისიდან ბაღდათში დაბრუნებულმა ოჯახმა გახსნა და მათი ულამაზესი გარემო
და უგემრიელესი სენდვიჩები ან ბურგერები, თქვენს სტუმრებს აუცილებლად
მოეწონებათ. ხოლო, თუ ტიპიური იმერული სამზარეულო გაინტერესებთ,
ცხენტურის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ გადაინაცვლოთ მარან „ღვინიალურში“,
სადაც დაგხვდებათ სადილი და ღვინის დეგუსტაცია (ოთხი სახის იმერული
ფხალეული, ლობიო ქოთანში, წიწილა, მწვადი, სალათა, ხაჭაპური, მჭადი, ყველი,
მჟავეული, პური)


(ცხენტურის ნაცვლად შესაძლებელია ველო გასეირნების ორგანიზებაც)
ასევე, პირველივე დღეს შესაძლებელია კატერით გასეირნება ვარციხის წყალსაცავზე
და იქვე თევზაობა.


განთავსება – სასტუმრო დინასტია ბაღდათში (სასტუმრო ადაპტირებულია შშმ
პირებისთვის), ან შატო ვარციხე, ან სასტუმრო სახლი მანდარინები.

2 დღე
დილის საუზმის შემდეგ, შეგვიძლია გავემართოთ ზეკარის უღელტეხილისკენ, გზად
შევივლით ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში. (სურვილის შემთხვევაში)
მთელი გზა ერთი დიდი სანახაობაა, დავბანაკდებით ქვასაყდარას მდელოზე,
დიდმაღალის ძირში. სურვილის შემთხვევაში ღამეს კარვებში გავათევთ, იქვე
შევწვავთ მწვადს და დავტკბებით არაჩვეულებრივი ხედებით.
იმ დღესვე დაბრუნების შემთხვევაში, თან პიკნიკს წავიღებთ.
მეორე დღეს შესაძლებელია სადილი კაფე გლიცინიაში, ან ვახშამი მარან
„ღვინიალურში“.
სურვილის შემთხვევაში, ორივე დღეს მოგემსახურებათ პროფესიონალი ფოტოგრაფი –
გიორგი ცაავა.

ფასები:
ცხენტური – 1 საათის ღირებულება 88 ლარი.
პიკნიკი ტყეში – 55 ლარი.
კატერით გასეირნება და თევზაობა – 1 საათი 88 ლარი.
ველოტური – 45 ლარი.
ლანჩი კაფე გლიცინიაში – 35 ლარი.
დეგუსტაცია მარან „ღვინიალურიში“ – 3 ღვინის დეგუსტაცია 40 ლარი.
სადილი ან ვახშამი მარან „ღვინიალურში“ – 80-100 ლარი, მენიუს მიხედვით. (ფასში
მითითებული არის სუფრის ღვინო, 0.5 ლიტრი ერთ პერსონაზე.)
სურვილის შემთხვევაში „იმერული კვარტეტი“ გაალამაზებს თქვენს სუფრას.
ფოტოგადაღება – 250 ლარი.
ზეკარის დღე:
პიკნიკი – 55 ლარი.
მაღალი გამავლობის ავტომობილი – 300 ლარი.
სასტუმროები:
სასტუმრო დინასტია . Hotel Dynasty
Chateau Vartsikhe
სასტუმრო სახლი მანდარინები
მომსახურების ღირებულება – ტურის მთლიანი თანხის 20%.
შესაძლებელია ნებისმიერი ინდივიდუალური შეთანხმების განხილვა.
ასევე, ჩვენ გთავაზობთ კორპორატიულ ღონისძიება/შეჯიბრებების ორგანიზებას,
როგორიცაა ქვესტი აჯამეთის აღკვეთილში ან ქუთაისის ქვესტი.
ორივე შეჯიბრი განკუთვნილია დიდი ჯგუფებისთვის.


დამატებითი ინფორმაციისთის დაუკავშირდით ალექსანდრე პაიკიძე

იმერული ტურიზმის კლუბი.

ტელ: +995 557 955 625

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები