გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ahmed_w_h
ahmed_w_h

„მშვიდობა არის საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ“, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ ხატეებმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, ტურისტების რაოდენობის ზრდა კარგია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტზე  გავლენას ახდენს.

„დღეს 10 პროცენტი არის ჩვენი  წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ მოცემულობაში და 8-9 პროცენტი – დასაქმებაში, ასეა როგორც საუდის არაბეთში, ასევე სხვაგან. ჩვენ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ნავთობის ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს და  სხვა სფეროებშიც გვინდა განვითარება, მათ შორის ტურიზმში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის ამ ულამაზეს დედაქალაქ თბილისში, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა  აჰმედ ალ ხატეებმა.

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში  ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. მსოფლიო ტურიზმის  დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…