გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

იმედი L მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს ქართულენოვანი ოჯახის ექიმის მომსახურებას სთავაზობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Imedi L
Imedi L

სადაზღვევო კომპანია იმედი L-მა, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, მომხმარებლის საჭიროებებს კიდევ უფრო მეტად მოარგო. განახლებული პირობების ფარგლებში, დაზღვეულს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სერვისით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დახმარებისთვის, ქართულენოვან ოჯახის ექიმს მიმართოს დისტანციურად.

აღნიშნული სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ სამედიცინო რჩევისა და მხარდაჭერის მიღებას, ასევე მარტივ კოორდინაციას, შემდგომი სამედიცინო დახმარებისთვის. მაგალითად თუ უცხო ქვეყანაში ხართ და ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ, მაგრამ ენის ბარიერის ან სხვა მიზეზის გამო, თავს იკავებთ ადგილობრივ ექიმთან ვიზიტისგან – ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის ოჯახის ექიმი საქართველოდან, მზად იქნება მოუსმინოს თქვენს ჩივილებს და გირჩიოთ შემდგომი დიაგნოსტირების ან მკურნალობის მეთოდები.

დაზღვევით სარგებლობისას, მარტივია იმედი L-ის საერთაშორისო ასისტანსთან დაკავშირებაც და რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელია სერვისის მიღება გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.  

სამოგზაურო დაზღვევა აფინანსებს ისეთ აუცილებელ საჭიროებებს, როგორიცაა გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური, სტომატოლოგიური ან ოფთალმოლოგიური მკურნალობა, ასევე რეპატრიაციას – თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამშობლოში დაბრუნებას, სადაზღვევო პოლისი ამის ხარჯსაც დაფარავს.

იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ფარავს როგორც  ევროპაში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობას. დაზღვეულს შეუძლია ისარგებლოს ბარგის და მოგზაურობის გადადების დაზღვევის პროდუქტებითაც. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გამგზავრებული ადამიანების უმრავლესობა სწორედ იმედი L-ის  სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობს. ამიტომ, ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პროდუქტს მუდმივი განახლება. 

სიახლეა ისიც რომ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გრძელვადიან დაზღვევას შეიძენს (90 დღე და მეტი) და პოლისის დამადასტურებელი დოკუმენტი დაბეჭდილი ფორმით დასჭირდება, პოლისს 3 სამუშაო დღის ვადაში მისთვის სასურველ ადგილზე მიიღებს. 

პოლისის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, ასევე იმედი L-ის აპლიკაციასა და ოფისებში. მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებამდე ნებისმიერ მომენტში, ონლაინ რამდენიმე წუთში შეუძლია შეიძინოს დაზღვევა, ელექტრონული პოლისი კი, მეილზე მიუვა.სამოგზაურო დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა იმედი L-ის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

NS

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…