გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

იმედი L – ის სამოზგაურო დაზღვევის შეძენა მომხმარებელს ლიბერთი ბანკის ყველა ციფრულ პლატფორმაზე შეუძლია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
imedi l - samogzauro dazgveva
imedi l - samogzauro dazgveva

იმედი L მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევას განახლებული პირობებით სთავაზობს.

სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად, გამარტივებულია პოლისის შეძენის პროცესიც.

მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ხელმისაწვდომობის გამარტივება იმედი L-ის მთავარი ამოცანაა.

სწორედ ამიტომ, მისი შეძენა მრავალი სხვადასხვა არხიდანაა შესაძლებელი. მათ შორის, პოლისის შეძენა მომხმარებელს ლიბერთი ბანკის ყველა ციფრული არხიდან შეუძლია.

იმედი L-ის და ლიბერთი ბანკის პარტნიორობა უკვე ერთი წელია გრძელდება. ამ პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა ეტაპობრივად ინერგებოდა სხვადასხვა არხში.

ახლა უკვე, აღნიშნული მომსახურება ყველაზე მოსახერხებელია, რადგან პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკში, ასევე ონლაინ გადახდების პლატფორმაზე – pay.ge.


იმედი L-ის სამოგზაურო პოლისით სარგებლობისას, დაზღვეულს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სერვისით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დახმარებისთვის, ქართულენოვან ოჯახის ექიმს მიმართოს დისტანციურად.

აღნიშნული სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ სამედიცინო რჩევისა და მხარდაჭერის მიღებას, ასევე მარტივ კოორდინაციას, შემდგომი სამედიცინო დახმარებისთვის.

(NS)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…