გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

იგეგმება ბათუმის აეროპორტის გაფართოებაც

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tea zakaradze batumis aeroporti
tea zakaradze batumis aeroporti

იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტის გაფართოებაზე მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს.

„კი, იგეგმება. ბათუმთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უკვე ორ-სამ თვეში დავასრულებთ ამ პროცესს. იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმში 1 200 000 მგზავრით დავხურეთ წელი. აეროპორტის, ასე ვთქვათ, გამტარუნარიანობა ბათუმში დაახლოებით 1 400 000-მდეა, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გაფართოება. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მარტისთვის ბათუმთან დაკავშირებით ახალი ამბები გვექნება“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…