იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს შესახებ

Transit Magazine

„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“-იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო.


„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს და მის დედაქალაქს გაზაფხულზე ვეწვიე. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურის კომბინაციას, ეს არის კულტურული სამყარო გამორჩეული მოდითა და ღამის კლუბებით. თბილისი მიმზიდველია ნატურალური ღვინითა და კერძებით. აქ ერთ-ერთ რესტორანში ქართული სამზარეულოს შარმი შევიგრძენი. “,-წერს მიკიტო მორიკავა.


Transit Magazine-ის მოგზაური ჟურნალისტი მკითხველს ქართველ მეღვინეებს აცნობს და ინფორმაციას აწვდის ღვინისა და კერძების ფესტივალის შესახებ, რომელიც თბილისში ტარდება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები