გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

I კვარტალში მოგზაურებმა ₾2.3 მლრდ დახარჯეს – “საქსტატი”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
qartveli mogzaurebi
qartveli mogzaurebi

2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 998.3 ლარი შეადგინა.

“საქსტატის” ცნობით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 82.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.0%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი.

2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.50 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.45 ღამე) 0.8 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 85.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…