I კვარტალში ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შედგა

istoriuli maqsimumi

საქართველოში 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%); იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%).

ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან +22.3%; სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან +16.9%; იტალია +10.1% და საბერძნეთი +9.7%.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები