გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან – ქორენა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Korena Agro Guest House
Korena Agro Guest House

ტურისტული ნაკადების ზრდაზე საუბრობს იმერეთში, სოფელ გელათში მდებარე სასტუმრო აგრო სახლი “ქორენას” დამფუძნებელი მაია კეზევაძე.

სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდაა ევროპული ქვეყნებიდან. მოიმატა ჯავშნებმა, განსაკუთრებული მოლოდინია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე.

„თებერვალში, მარტსა და აპრილში გვყავს ტურისტები, არ ვუჩივით ვიზიტორების ნაკლებობას, დიდი მოლოდინი გვაქვს ზაფხულის სეზონზე, ჯავშნები ყოველდღე შემოდის. შარშანდელი წელი კარგი იყო და ვფიქრობ არანაკლებ კარგი იქნება წლევანდელი.

იყო შემთხვევები, როდესაც ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა, მაგრამ ჩანაცვლდა სხვა ჯავშნებით.

ჩვენი მიმართულება მრავალფეროვანია: სოფლის ტურიზმი, გასტრო და აგრო ტურიზმი, აქედან გამომდინარე გვყავს სხვადასხვა სეგმენტი.

ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ტურისტები გვყავს, უმეტესად ევროპიდან, წელს აქტიურად გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩამოდიან ოჯახები, ასევე დიდი ჯგუფები გვყავს პოლონეთიდან და ლიეტუვიდან.


მაია კეზევაძის ინფორმაციით, სასტუმრო წელს ფასების 10%-ით გაზრდას გეგმავს.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…