გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2026 წლის 10 ოქტომბერს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კახეთის მთავარი ღონისძიება ახტალის პარკში გაიმართება. საიუბილეო ფესტივალის მთავარ სცენაზე Gipsy Legends გამოვა.
დღეს ფესტივალის 10 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ!
საიუბილეო დღესასწაულს განსაკუთრებულ ემოციებს, ენერგიასა და დაუვიწყარ მუსიკალურ განწყობას Gipsy Legends შემატებს. ეს იქნება კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ღვინის, მუსიკისა და ქართული სტუმართმოყვარეობის თანხლებით.
გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი უცვლელ ადგილას, ახტალის პარკში უმასპინძლებს. ფესტივალი 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესა და ქართული ღვინის გულშემატკივართან ერთად იზეიმებს.
ღვინო, მუსიკა და ქართული სტუმართმოყვარეობა
ფესტივალი კვლავ გააერთიანებს სხვადასხვა გემოსა თუ ფერის ღვინოს. სტუმრებს დახვდებათ მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებული ღვინო. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ჭაჭისა და სხვა სასმელების მწარმოებლებიც.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.
„თანამედროვე მემკვიდრეობა“ – ფესტივალის მთავარი გზავნილი
საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა და გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“. ეს იდეა 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს.
სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად გურჯაანში იქმნება.
შოთა ნატროშვილი ფესტივალის 10-წლიანი ისტორიის შესახებ
„ათი წლის წინ ყველაფერი დიდი ენთუზიაზმითა და ერთი იდეით დაიწყო. დღეს კი გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, ახალ ისტორიებს ქმნის და განსაკუთრებულ მოგონებებს ტოვებს. გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, თანამედროვე მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.
მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის. ეს არის ის, რასაც წინაპრებისგან ვიღებთ, ვუფრთხილდებით, მაგრამ ამავე დროს ვაგრძელებთ, ვავითარებთ და თანამედროვე ცხოვრებას ვუსადაგებთ. ქართული ღვინო კი, ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ გვაქვს ათასწლეულების ისტორია, ქვევრის ღვინის უნიკალური ტრადიცია და ვაზისა და ღვინის კულტურა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაგრამ დღეს ამ ტრადიციას ახალი თაობის მეღვინეები, ახალი ხედვები, ტექნოლოგიები და ახალი ინტერპრეტაციები ემატება. გარდა ამისა, წელს განსაკუთრებულად ვხდებით, ქართული მუსიკოსებისა და ქართული მრავალხმიანობის გარდა მთავარ სცენაზე ვიხილავთ Gipsy Legends, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაუვიწყარს გახდის ფესტივლას“, – აღნიშნავს ფესტივალის ბრენდ-ამბასადორი შოთა ნატროშვილი.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა.
ფესტივალი ასევე ემსახურება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობას და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
ქართული ქვევრის ღვინო UNESCO-ს მემკვიდრეობაში
ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია 2013 წელს UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია UNESCO-ს ოფიციალურ გვერდზე.
ღვინის ფესტივალები და ტურიზმი საქართველოში
ღვინის ფესტივალები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ქვეყნის ტურისტული შეთავაზების მრავალფეროვნებას.
კახეთი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია მოგზაურებისთვის. აქ მათ შეუძლიათ გაეცნონ ქართულ მეღვინეობას, დაათვალიერონ მარნები და დააგემოვნონ ადგილობრივი ღვინოები.
ქართული ღვინის რეგიონების, მარნებისა და ღვინის ტურების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით Travel News-ის სტატიას „ღვინის ტურიზმი საქართველოში“.
ქართული ღვინო ასევე მჭიდროდ უკავშირდება ადგილობრივ სამზარეულოსა და გასტრონომიულ ტრადიციებს. ამ თემაზე წაიკითხეთ Travel News-ის მასალა „გასტროტურიზმი საქართველოში“.
Travel News – ტურიზმის პარტნიორი მედია
გსურთ თქვენი ბიზნესის ან პროექტის შესახებ სტატიის მომზადება? დაგვიკავშირდით: info@travelingeorgia.ge


