გადასვლა მთავარ შიგთავსზე
გურიაtravelnews.ge

GUNS N’ROSES-ის ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს დაიწყება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
GUNS N'ROSES
GUNS N'ROSES

GUNS N’ROSES-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 20 იანვარს 11:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბილეთის ღირებულება 280-1000 ლარამდე იქნება. კერძოდ, starring – 280 ლარი, orbit – 450 ლარი, ხოლო vip – 1000 ლარი.

“Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ Pre Sale-ით ორი დღით ადრე. თუ უკვე ფლობთ Starring Card-ს, 18 იანვარს 11:00 საათზე, არ გამოტოვოთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი შესაძლებლობა და შეიძინეთ ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება მოქმედებს ყველა კატეგორიის ბილეთზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, Starring Georgia-ს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დამტკიცდა. შესაბამისად, აღნიშნული ფასები მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…