GNTA – Bloomberg-თან ახალ პროექტებს გეგმავს

GNTA - Bloomberg

ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმის Bloomberg-ის სამოგზაურო მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ მინის შეხვდა. საუბარი შეეხო მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე.

საქართველოს ცნობადობის გაზრდილის შესახებ გასამართ აქტივობებზე საუბრობს Bloomberg-ის წარმომადგენელი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან 2025 წლის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გლობალურად როგორ მოვიზიდოთ მოგზაურები საქართველოში და მათ აღვუძრათ ნდობა და სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“- აცხადებს დევიდ მინი.

ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print