გერმანიაში მედია საქართველოს პოტენციალს გაეცნო

media germaniashi

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში,  სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების:

BBC Travel-ის,  National Geographic  Germany-ის, Spiegel-ის, Travel+Leisure Germany-ის, The Voyager-ის, TRVL Counter-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსებსა და  ბლოგერებს  საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება გააცნეს.

IMM Germany Berlin-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა  საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.

კონფერენციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი ტურების გამართვას გეგმავს.

International Media Marketplace-ზე 190 მედიასაშუალება და  125 გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები