გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

გერმანიაში მასშტაბურ მარკეტინგული კამპანია გრძელდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
marketinguli kampania
marketinguli kampania

გერმანიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. გერმანიის სამ ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მასშტაბურ „როუდშოუებზე“ გაეცნენ.

ღონისძიებები ფრანკფურტში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პრეზენტაციებზე 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ გერმანელ კოლეგებთან B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრები მოეწყოთ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„როუდშოუს“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.

გერმანიის ქალაქებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „როუდშოუებს“ 200-მდე გერმანელი ტუროპერატორი დაესწრო.

გერმანული კომპანიები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღეს მიმართულებების, მათ შორის ზამთრის კურორტების შესახებ.

„როუდშოუების“ პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება, რაც გარე და სატელევიზიო რეკლამას, სოციალურ ქსელებში კამპანიებსა და მედია ტურებს მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…