გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

GDG ჯგუფის დაგეგმილი სასტუმროები ქუთაისსა და ვანში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gdg-jgufi
gdg-jgufi

GDG ჯგუფი ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს  2025 წლის ზაფხულში გახსნის. 

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტების გახსნა 2024 წელს იყო დაანონსებული, თუმცა, გლობალური კოვიდ პანდემიის გამო, სამშენებლო სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, რამაც საბოლოო ჯამში, პროექტის გახსნის გადავადება  გამოიწვია.

“ქუთაისის ობიექტი თავისი კონსტრუქციით შედარებით რთულია, ფასადის მოპირკეთებას დრო დასჭირდა,”-აცხადებს წაქაძე. 

მისი ინფორმაციით, ვანის სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, რაც შეეხება ქუთაისის სასტუმროს, მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, ამ შემთხვევაში მიმდინარეობს გარედან მოპირკეთების სამუშაოები. 

წაქაძის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტს გადაწყვეტილი არ აქვს, სასტუმროს მართვაში თავად დარჩება თუ საერთაშორისო ოპერატორს შემოიყვანს. როგორც ცნობილია, ორივე სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი იყო დაინტერესებული,  მათ შორისაა Mariott-ი, Best Western-ი და Colliers International-ი. 

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, უახლოეს მომავალში აუცილებლად გვეცოდინება რომელი  ოპერატორი კომპანია შევა იმერეთის სასტუმროებში,“-აცხადებს წაქაძე.

ქუთაისის აეროპორტთან მშენებარე სასტუმროს პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის , ვანში კი  3-4 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტთან 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება. რაც შეეხება ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…