გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

GCCA-მ შპს „თრეველფაის“ მიერ კანონდარღვევა დაადგინა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Travelfy
Travelfy

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „თრეველფაის” მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმე მომხმარებლების მიერ კომპანიისგან შეძენილ ტურისტულ პაკეტს შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში კანიე უესტის კონცერტზე დასწრება წარმოადგენდა. კონცერტის გაუქმების შემდეგ, ვინაიდან ტურისტულმა პაკეტმა თავდაპირველი მიზნობრივი დანიშნულება დაკარგა, მომხმარებლებმა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა მოვაჭრემ მათ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლების მიერ შეძენილი იყო ტურისტული პაკეტი, რომლის შეთავაზების პირობებიდანაც იკვეთებოდა, რომ კონცერტზე დასწრება ტურისტული მომსახურების არსებით მიზანს წარმოადგენდა. შესაბამისად, ღონისძიების გაუქმებამ გამოიწვია მომხმარებელთა ინტერესის დაკარგვა ტურისტული პაკეტის მიმართ და მათ წარმოეშვათ ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „თრეველფაის” დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. ამასთან, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…