გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

GAU USAID-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gau
gau

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გეგმავს ტურიზმის ინდუსტრიაში მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ახალი სკოლა და პროგრამები შექმნას. იდეა და საჭიროება ქვეყანაში ბოლო წლებში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებამ და მისმა უზარმაზარმა პოტენციალმა განაპირობა.  ინდუსტრიის ზრდის პარალელურად ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვალიფიციური კადრების  დეფიციტი წარმოადგენს, ამიტომ GAU-ს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან  ერთად სფეროს გაძლიერებისა და განვითარების ამბიციური გეგმა და ხედვა აქვს.

USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით GAU პირველ ეტაპზე  ქმნის და ამუშავებს მოკლევადიან პროგრამებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის საკვანძო მიმართულებებს დაფარავს და ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

პროექტის მიზანია, როგორც ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება, ასევე დასაქმებულთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების სტანდარტების ამაღლებას და გახდის მას  კონკურენტუნარიანს გლობალურ ასპარეზზე.

პროგრამების შემუშავების, კურსების მიმდინარეობის, სტაჟირებისა და დასაქმების ნაწილში ჩართულები არიან კერძო სექტორის წამყვანი ორგანიზაციები. ასევე, იგეგმება აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ტურიზმისა და ენო ტურიზმის ასოციაციებთან, საჯარო სექტორთან.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებით:

  • სასტუმროს მენეჯმენტი
  • სტრატეგიული ბრენდინგი და ტურიზმის მარკეტინგი
  • ტურ-ოპერირება და MICE ტურიზმი
  • ღვინის ტურიზმი

პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს შორისაა ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პერსონალი ჩართულია პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.  შესაბამისად  კურსების, „სტრატეგიული ბრენდინგი და ტურიზმის მარკეტინგი” და „ღვინის ტურიზმი”-ს კურსდამთავრებულები მიიღებენ ერთობლივ საერთაშორისო სერტიფიკატს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ალკალას უნივერსიტეტისგან.

„GAU მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საგანმანათლებლო სივრცეში, საბაზრო და საზოგადოებრივი რეალიზების გათვალისწინებით სასწავლო პროცესში ეფექტურად ნერგავს სიახლეებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე GAU-ს კურსდამთვრებულების მიმართ მოთხოვნა დიდია. ისინი იკავებენ წამყვან პოზიციებს კერძო და საჯარო სექტორში, როგორც ადგილობრივ, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებში.

რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სექტორია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის გენერირებაში და სოციალური კეთილდღეობის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია USAID-ის პროგრამის მხადაჭერით ტურიზმის სფეროს განვითარება, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის განვითარებაში“ – აღნიშნა GAU-ს პრეზიდენტმა და ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა,  რ. მაიკლ ქაუგილმა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…