გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

გასტრო ინფლუენსერები ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gastro influenserebi
gastro influenserebi

საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერებს  უმასპინძლა. 

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციით მოწვევით საქართველოს ესტუმრნენ საერთაშორისო მაღალი რანგის ექსპერტები და ინფლუენსერები გასტრონომიის მიმართულებით. ისინი მსოფლიოს მასშტაბით გასტრო ტრენდების შემუშავებაში დიდ როლს ასრულენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საქართველოში ვიზიტი, სტუმრები გაეცნენ საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს და  შედეგად საერთაშორისო მედიის ფოკუსში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოხვდება“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.


სტეფანი კიმი, ვირჯინია ნიუტონი და ჟოაო ვენგოროვისი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ, მოინახულეს კვების ობიექტები როგორც თბილისში, ასევე კახეთში.  


„საქართველოში დიდი შთაბეჭდილება მივიღე ხალხით და სტუმარმასპინძლობით. ვფიქრობ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიყავით ბაზარში, რესტრონებში, ვიმოგზაურეთ ღვინის რეგიონში, კახეთში, სადაც ღვინო დავაგემოვნეთ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. პრივილეგიაა, როდესაც  ღვინის ასეთი ძლიერი ტრადიცია გაქვთ,  ამას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.  ქართული სამზარეულო იმსახურებს, რომ მთელ მსოფლიოში იყოს ცნობილი. საქართველოში ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინო და ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო თქვენს ქვეყანაში“,- აღნიშნავს ავტორი, ფოტოგრაფი და ბრენდ სტრატეგიის კონსულტანტი ჟოაო ვენგოროვისი.

ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს სწორად პოზიციონირება მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე, როგორც მაღალი ხარისხის, ავთენტურ და განსხვავებულ გასტრო-ტურისტულ მიმართულებად.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…