გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ფინელი ტუროპერატორები საქართველოს პოტენციალს გაეცნენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
fineli turoperatrebi
fineli turoperatrebi

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით საქართველოს ფინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედია ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი ეწვია.

ფინელმა ტუროპერატორებმა, ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა დედაქალაქის ტურისტული ადგილები და მუზეუმები მოინახულეს, თბილისის შემდეგ კახეთს ესტუმრნენ და  სიღნაღი, ალავერდი, წინანდალი, ყვარელი, ბაკურციხე დაათვალიერეს, გაეცნენ  ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს.

კახეთის შემდეგ ტურის მონაწილეები მცხეთას, სტეფანწმინდასა და გერგეტის სამებას ეწვივნენ.  

ფინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ფინეთიდან საქართველოში ტურების დასაგეგმად ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, მედიის წარმომადგენლები კი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…