გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ევროპული ბაზრის ასათვისებლად მეტი ფულია საჭირო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Qarvisferi Gvino
Qarvisferi Gvino

ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის შეღწევა საკმაოდ რთულია, – ამის შესახებ “ქართველის” დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, გადაცემაში ” სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან” განაცხადა. ამის მიზეზად ბიზნესმენმა ნაკლები ცნობადობა და სენტიმენტების არქონა დაასახელა. ჯიმი ჩხაიძე ფიქრობს, რომ ევროპული ბაზრის ასათვისებლად რეკლამაში მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო.

გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ნაწილს.

რას გვეტყვით ქართული პროდუქციის საერთაშორისო პრომოუშენზე. რომელ ქვეყნებში ახორციელებ ექსპორტს?

” ქართველი” ახორციელებს ექსპორტს 15-მდე ქვეყანაში.მათ შორისა ამერიკა, ჩინეთი, ცალკე ჰონგ-კონგი, ყაზახეთი, იაპონია, უკრაინა, აზერბაიჯანი. პირველი გადატვირთვა გავაკეთეთ ლიბანში. კარგი გეგმები შემოგვთავაზეს. ეს ყველა ბაზარი ძალიან საინტერესოა.

მაგალითად ევროპაში ქართული ნაწარმის საექსპორტო პროცესი სადღაც ჩერდება. ევროპაში ცოტა რაოდენობაა გადატვირთული. არ არის მარტივი შეღწევა ევროპაში.

პრობლემა უფრო ვისშია? ეს არის ევროპული ბიუროკრატია თუ პრობლემა ჩვენშიც არის, რომ ვერ ვახერხებთ ამ ბაზრის ათვისებას?

ცნობადობა და სენტიმენტები არ არის ჩვენი პროდუქტის მიმართ. ამას ალბათ, დიდი ფულის დახარჯვა სჭირდება რეკლამაში, რომ შევაყვაროთ, დავაჯეროთ. ამას მხოლოდ კომპანია ვერ გასწვდება, კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…