გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ევროპის სამოგზაურო გამოცემები საქართველოს სტუმრობდნენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
evropuli media
evropuli media

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში  მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა.

საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Aviareps თანამშრომლობის ფარგლებში, National Geographic Traveler Poland-ის, Reisereporter-ის, GEO France Magazine-ისა და სხვა პოპულარული სამოგზაურო გამოცემების 6 წარმომადგენელი თბილისს ეწვია. ფრანგმა, გერმანელმა და პოლონელმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.

მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ თიანეთს, ახმეტას, ალავერდს. კახეთში უცხოელი ჟურნალისტებისთვის კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ასურეთი, ფოკა, ვარძია, ასპინძა, აბასთუმანი. მედიის წარმომადგენლები ეწვევიან საირმეს, ბაღდადს, ქუთაისს, ვანსა და თერჯოლას.

პრესტურის მონაწილეეებისაქართველოს რეგიონებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „მზის კარის“ ობიექტებსაც ეწვევნენ.

„მზის კარის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას

პრესტურის ფარგლებში, ევროპული მედიის წარმომადგენლები ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, ასევე პოსტებსა და სთორებს ატვირთავენ სოციალურ მედია პლატფორებზე საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და სათავგადავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…