გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს პოტენციალს ეცნობიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
evropeli turistebi
evropeli turistebi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. Neue Zürcher Zeitung-ის, Powderguide-ის ki Actu-ს, MK Sport-ის, Snowboard International Magazine-ისა და Sidetracked Magazine-ის 6 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი სვანეთს ესტუმრა. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს, მესტიაში პრესტურის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის ფესტივალს „გიზ-გიზი“ დაესწრნენ.  უცხოელი ჟურნალისტები სვანეთში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურს Freeride World Tour  Freeride World Tour  აშუქებენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რაიდერები მონაწილეობენ.  

“საქართველო და სვანეთი ძალიან შთამბეჭდავია, აქაური მთები ძალიან დიდი და მასიურია, მე ვურჩევდი ხალხს ჩემს ქვეყანაში, რომ საქართველოში იმოგზაურონ, რადგან აქ საოცარი სათხილამურო ტრასებია, მაღალი ხარისხის თოვლია და ულამაზესი ბუნებაა“-ამბობს პრესტურის მონაწილე ავსტრიელი ჟურნალისტი ტიმო მაკვანი.

 “საქართველოში ფრირაიდის მსოფლიო ტურს ვაშუქებთ, გავიცანით შესანიშნავი ქართული კულტურა, ბუნება და გასტრონომია. ერთი სული მაქვს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გავუზიარო ჩემს მკითხველს ყველა იმ არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულების და ფრი რაიდის ტურის შესახებ, რომელსაც საქართველოში გავეცანი. საქართველო ნამდვილად იდუმალი მარგალიტია„-ამბობს ალვა, ესპანელი ჟურნალისტი.

„ძალიან მომეწონა საქართველო, ძალიან კარგი ხარისხის თოვლია, ხალხი ძალიან კარგია, კერძებიც ძალიან მომეწონა. აქ ძალიან ბევრი აქტივობაა, შესაძლებელია თხილამურებით, სნოუბორდით სრიალი, ფრირაიდინგი, სკიტური. ვფიქრობ საქართველოში კვლავ დავბრუნდები“- ამბობს პრესტურის მონაწილე ელიზა, ფრანგი ჟურნალისტი.

პრესტურის მონაწილეები  საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების, სამთო სპორტის, ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სტატიებსა და ვიდეო რგოლებს ამზადებენ.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…