გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ევროპელები ბიზნეს ინტერესებით მაინც ჩამოდიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
samonadireo turizmi
samonadireo turizmi

„ევროპელები ბიზნეს ინტერესებით მაინც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მაინც არის, მიუხედავად არსებული სიტუაციისა“, – ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ, გადაცემა “აგრო სიახლეებს”  განუცხადა და მაგალითად მისი გერმანელებთან ბოლოდროინდელი შეხვედრა დაასახელა. მისი შეფასებით ევროპელების კულტურა ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს, ფინანსურადაც და მენტალურადაც. 

„გერმანელები მყავს სტუმრად. რამდენიმე დღეა, თითქმის, ერთი კვირაა, აქ არიან. მათ დემოსტრაციები, საპროტესტო აქციები არ უკვირთ. რადგან ჩვენთან ჩამოსვლა სურთ, ესე იგი, მაინც დადებითს ხედავენ ჩვენში, მიუხედავად ამ არეულობისა, რაც ქუჩებში ხდება. ზოგადად, ევროპელი სტუმრები ქვეყნისთვის მრავალმხრივ სარგებლიანია. გერმანელები, ავსტრიელები თუ შემოვლენ და აქ ბიზნესს დაიწყებენ, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მათ სულ სხვა კულტურა აქვთ, არიან შრომისმოყვარეები და წესრიგის მოყვარულები, განსხვავებით, მომთაბარე ტომებისგან, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გამრავლდა ჩვენს ქვეყანაში” – ამბობს ტყემელაძე “აგრო სიახლეებთან” და დასძენს, რომ სათავგადასავლო ტუროზმთან, სამონადირეო მეურნეობებთან, დაკავშირებულ  საინვესტიციო შესაძლებლობებს ყველა სტუმარს აცნობს. ინტერესი მაღალია, თუმცა, ჯერ რამე ტიპის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. 

ხოლო “ბიზნესპრესნიუსითან” პოლიტიკურ შეფასებებსაც აკეთებს. მისი მტკიცებით, დიპლომატიით, რეგიონში საქართველოს როლი უნდა გაძლიერდეს.

“ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე. შეხედეთ ჩვენს რეგიონს, რამდენი ქვეყნის ინტერესებია და რამხელა ქვეყნების ინტერესებია. ამათგან ყველაზე მეტი ინტერესი, რა თქმა უნდა, რუსეთს, თურქეთს, ირანს აქვს. ამათთლან ურთუერთობა უნდა დავალაგოთ, სხვანაირად არ გამოვა და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. სხვბა ამას ვერ გაგვიკეთებს. ამერიკა ვერ დაგვილაგებს ურთიერტობას მეზობლებთან, ვერც – ევროკავშირი. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა ავაშენოთ. ყველას თავისი ინტერესი აქვს და საკუთარი ინტერესი უნდა დაიცვა ქვეყანამ” – ამბობს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი და თავს აპოლიტიკურად მიიჩნევს.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…