გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 15 295-მა მოქალაქემ მიმართა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tavshesafrebi evrokavshirshi
tavshesafrebi evrokavshirshi

2025 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები წლიურად 19%-ით შემცირდა – ამის შესახებ ცნობილი ხდება ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშიდან.

როგორც დოკუმენტი განმარტავს, შემცირება ძირითადად განპირობებული იყო სირიის, ბანგლადეშისა და თურქეთის მოქალაქეების მხრიდან განაცხადების კლებით.

შარშან ევროკავშირის ქვეყნებმა ჯამურად თავშესაფრის მოთხოვნის 822 000 განაცხადი მიიღეს. საანგარიშო პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნებით ავღანეთი ლიდერობდა (117 ათასზე მეტი განაცხადი). თავშესაფრის მოთხოვნების 20% – გერმანიაზე, 19% – საფრანგეთზე, 17% – ესპანეთზე, 16% – იტალიაზე, ხოლო 7% საბერძნეთზე მოდიოდა.

2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის 15 295 განაცხადი დაფიქსირდა, რაც მცირედით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. კერძოდ, ამ პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნის 15 103 განაცხადი ფიქსირდებოდა.

ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ მიღებული განაცხადებიდან 11 577 ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, 1 026-მა განმცხადებელმა კი მოთხოვნა თავად გაიწვია.

შარშან წარდგენილი განაცხადებიდან უდიდესი ნაწილი, 12 788 პირველადი განაცხადი იყო. იმ ქვეყნების სამეული კი, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ, ასე გამოყურება: საფრანგეთი, იტალია და გერმანია.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…