გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინო იაპონურ საჭმელებს ძალიან შეეფერება 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kartuli gvino tokioshi
Kartuli gvino tokioshi

უცხოურ, კერძოდ, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა გაზრდილია. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის დამფუძნებელი, მარინა კაკიაშვილი რუაძე აღნიშნავს, ქართული ღვინო იაპონურ საჭმელებს ძალიან შეეფერება, შესაბამისად, უცხოელი მომხმარებლების დაინტერესებაც გაზრდილია.

მარნის დამფუძნებლის აზრით, უცხოეთის ბაზარზე სწორი მარკეტინგული კუთხით აქტიური მუშაობა აუცილებელია.

“ქართული ღვინო იაპონურ საჭმელებს ძალიან შეეფერება. შესაბამისად, უცხოურ ბაზარზე ჩვენი პროდუქტი დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება. ამ ყველაფრის პოპულარიზაციას საქართველოს საელჩო იაპონიაში და ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან ეწევა. ქართული ღვინო იაპონიაში უკვე ცნობილია… განსხვავებული გემოვნური თვისებები, ისტორია დიდ როლს თამაშობს, ცხადია, უცხოელი ბაზრის მომხმარებლები ამ ყველაფრით ინტერესდებიან. მოგეხსენებათ იაპონელები ტრადიციული ხალხია და სხვის კულტურასაც აფასებენ. ჩინური ბაზარიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩამოთვლილი კომპონენტების ერთად შეკვრით კი, ქართული ღვინო უცხოელებისთვის ღირებულია.

ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მარკეტინგული ჩართულობა. კერძოდ, რაც მეტი იქნება საქართველოს მხრიდან, უცხოური ბაზრის მიმართულებით მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა მით უკეთესია. განსაკუთრებით უნდა გამოვყო, მცირე მარნები, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობა. ძალიან კარგი საკონსულტაციო სერვისებია, მაგრამ უშუალოდ სხვადასხვა, აღჭურვის გრანტები, პროექტები, რომ იყოს ძალიან კარგი იქნებოდა”, – აღნიშნავს მარინა კაკიაშვილი რუაძე.

მარინა კაკიაშვილი საკუთარი ღვინის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში წარმოებული – 5 000 ბოთლიდან ნახევარი ინგლისში გადის, მეორე ნახევარი კი, სწორედ იაპონიაში იყიდება.

“საკუთარი ვენახი მაქვს, რომელიც 1 ჰექტარს მოიცავს. მცირე მეწარმეობას ვეწევი, თუმცა ორიენტირებული ვარ, რომ პრემიუმ ხარიხის ღვინო ვაწარმოო. ჯამში 3 ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინოს ვიღებ. კერძოდ, გაშენებული მაქვს: რქაწითელი, საფერავი და ხიხვი, ხოლო ვაწარმოებ: საფერავს, რქაწითელს, ევროპულად დაყენებულ საფერავს და როზეს. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლების მხრიდან, თითქმის ყველა ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამჟამად, წარმადობა გავზარდე და 5 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ. ამ ყველაფრის პარალელურად, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

ექსპორტს რაც შეეხება, იაპონიასა და ინგლისში გავდივარ. 5 000 ბოთლიდან ნახევარი ინგლისში იყიდება და ნახევარი –  იაპონიაში. უცხოეთის ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა მე ბუნებრივ, ბიო ღვინოს ვაწარმოებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახის მოვლა ყოველგვარი ქიმიური ქიმიკატების გარეშე ხდება, როგორი ხასიათის ღვინოც ჩამოყალიბდება ზუსტად ისეთია”, – აცხადებს მარნის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის ვენახი 1 ჰექტარზეა გაშენებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავამ “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ღვინის უნიკალური ისტორია საკმარისი არ არის და აღნიშნულ ქვეყანაში მარკეტინგული კომუნიკაცია სტრატეგიულად უნდა დაიგეგმოს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…