ელისეის მინდვრები დღის საპიკნიკე ზონად გადაიქცევა

elises mindvrebi

ელისეს მინდვრებზე პიკნიკი მოეწყობა. მონაწილეობა უფასოა, მაგრამ რეგისტრაცია აუცილებელია.

26 მაისს პროსპექტის 216 მეტრი სუფრით დაიფარება, რომლითაც პიკნიკის მონაწილეები ისარგებლებენ. მათ მიერთმევათ ელისეს მინდვრის მზარეულების მიერ მომზადებული კერძების ნაკრები. საერთო ჯამში, დაგეგმილია ორი სესიის გამართვა 11:45 საათსა და 13:30 საათზე.

მოსალოდნელია, რომ პიკნიკი ბევრ ადამიანს დააინტერესებს, ამიტომ მათ გადაწყვიტეს შემთხვევითობის პრინციპით აერჩიათ 3700 ადამიანი. პიკნიკზე რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ. სარეგისტრაციო ფორმა ფრანგულ ენაზეა.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები