პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმაგამოცემამ Wanderlust Magazine სექტემბერშისამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულებაგამოავლინა, რომელთა შორის საქართველოცაა.
საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაშიისეთ წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.
გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზეგამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust -ი ონლაინმომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს დამიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს – georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ჟურნალის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროაახალი შთაბეჭდილებებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების მაძიებელთათვის.


