დერგი – ნუშისგულისებრი კოპებით

kvelis bukleti dergi

დერგი – ნუშისებრგულიანი კოპებით  

ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეული. 

დერგი წერტილოვანი ჩაღრმავებებით და მესიჯები ისტორიის სათავეებიდან…

სერიიდან, ყველის არქეოლოგია…

ამჯერად ნეოლითური ეპოქის დერგის შემკულობას შევავლოთ თვალი. 

პოსტი მომზადებულია ყველის მკვლევრის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინტერვიუებზე დაყრდნობით. 

რატომ გამოაქანდაკა უძველესმა ადამიანმა დერგზე ორნამენტული მოტივები ?

ეს იყო:

ნეოლითელი მეთუნის ფანტაზიებით თამაში, ემპირიული ცოდნა, დიზაინის შექმნის მცდელობა თუ თიხაზე გამოქანდაკებული საკრალური კოდი?

dergi
dergi

80 საუკუნის წინ, ზოგჯერ თიხის ჭურჭელს მარტივი ორნამენტებითაც რთავდნენ. 

ნუშისებრი კოპები და ჩაღრმავებები გვიანნეოლითური კერამიკის ორნამენტის ტიპური ნიმუშია. 

ნეოლითის დროს, ორნამენტებს ჰქონდათ:

✔დეკორაციული ფუნქცია – ჭურჭლის ვიზუალური მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად.

✔პრაქტიკული დანიშნულება –  ხელს უწყობდა ჭურჭლის ზედაპირის გამაგრებას და ფორმის შენარჩუნება.

✔საკრალური მნიშვნელობა – ზოგი ნიმუში შესაძლოა, რელიგიურ ან მაგიურ დატვირთვას ატარებდა.

 როგორ ფიქრობთ, რა საიდუმლოს ინახავს დერგზე ამობურცული კოპები?

 ამ ტიპის ორნამენტები სიმბოლურად ხომ არ გამოხატავდა მარცვლოვან მცენარეებს, მზეს ან ნაყოფიერებას? 

p.s. სამეცნიერო ნაშრომში  – „ქართული ყველის 80 საუკუნე“,- მეცნიერი  პაატა ბუხრაძე წერს, რომ ამ უძველეს დერგს:  „პირზე დაზერწილი აქვს ნუშსგულისებრი კოპები. იგი სპეციალისტების მიერ ჩვ.წ-მდე VI ათასწლეულით თარიღდება“

ნაშრომის მომზადებაში მონაწილეობდა კიდევ ერთი მკვლევარი, მეცნიერი თამილა ცაგარეიშვილი.

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ბუკლეტი  „ქართული ყველის 80 საუკუნე“. 2016 წელი, მცხეთა 

kvelis bukleti dergi
kvelis bukleti dergi

ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ფოტო

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები