გადასვლა მთავარ შიგთავსზე
შიდა ქართლიtravelnews.ge

„დამტვერვის სეზონზე სრული დატვირთვით ვმუშაობთ“-შალე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
shale surami
shale surami

„ამინდებმა  ხელი შეგვიწყო და დამტვერვის  სეზონი წელს სურამში ადრე  დაიწყო“ – ამის  შესახებ „კომერსანტს“  შალე  სურამის წარმომადგენელმა, ჯული ანპილოგოვამ უთხრა. მისი თქმით, სეზონი, სავარაუდოდ, 10 ივნისამდე გაგრძელდება.

„დამტვერვის  სეზონი ყოველთვის მოთხოვნადია, სრული დატვირთვით  ვმუშაობთ. დამტვერვის  სეზონზე, ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა გაცილებით მაღალია ვიდრე უცხოელების.

რაც შეეხება ფასებს, კვლავ შარშანდელი ფასები გვიკავია, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასი და არ გავაძვიროთ, ერთი ღამით 4 პერსონიან კოტეჯში განთავსება 400-დან 600 ლარამდე  მერყეობს და ცვლილება დამოკიდებულია სამუშაო და  დასვენების დღეებზე.“ – აცხადებს ჯული ანპილოგოვა.

სასტუმრო შალე სურამი 12 თვიანი სასტუმროა, ანპილოგოვას თქმით დატვირთულობა ყველა სეზონზე მაღალია, სასტუმროს  შეთავაზებაში შედის  მოწესრიგებული კოტეჯი, თერმული აუზი, სასტუმრო სერვისის მომსახურება და საუნა. სივრცეში არის 6 კოტეჯი, რომელთაგანაც 5 კოტეჯი არის 4 პერსონიანი და ერთი ორ პერსონიანი.

„ჩვენ ვმუშაობთ 12 თვე  წელიწადში, ყველაზე  დაბალი სეზონი ოქტომბერი-ნოემბერი და  მარტი-აპრილია, სხვა  თვეები სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჩვენთან ძირითადად  წინასწარი ჯავნშნებია, მოთხოვნა არის ძალიან დიდი, მუდმივი სტუმრები გვყავს ძალიან ბევრი. ამჟამად სექტემბრის ჩათვლით ადგილები სრულად დაჯავშნილია.

საბედნიეროდ  ჩვენ რეგიონში ძალიან ბევრი ტურისტია, ძალიან გვიხარია , რომ რეგიონი გამოცოცხლდა და  გახდა ძალიან ცნობადი ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ისრაელი, გერმანია,  ავსტრია, საუდის არაბეთი, უკრაინა და რუსეთი“ – აღნიშნა ჯული ანპილოგოვამ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას ანპილოგოვა აცხადებს, რომ ამ მოვლენების გამო შემცირებულია ახალგაზრდების ჯავშნები, რაც გულისხმობდა დაბადების დღეების გადახდას და უბრალოდ დასვენებას.

„ახალგაზრდების წვეულებები შემცირებულია , მივესალმებით, რომ ისინი არიან აქციებზე მომავლისთვის  საბრძოლველად  გასული. თუმცა რადგან ახლა  დამტვერვის სეზონია მაინც უფრო საოჯახო სეზონია, ივნისის 20-დან ველოდებით ახალგაზრდების ჯავშნებს“ – აღნიშნა ჯული ანპილოგოვამ.

შალე სურამი სამომავლოდ გაფართოებას და სხვა რეგიონში შალეს შვილობილი სასტუმროს გახსნას გეგმავს.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…