დაღვინებული კრიპტო: GCWine-ის რევოლუცია

gcwine

გაიცანით პროექტი GCWine

საქართველოს გულში, სადაც მეღვინეობის ტრადიციები 8000 წელიწადზე მეტს ითვლის, იწერება ღვინის ისტორიის ახალი თავი. შპს საქართველო ღვინის აკვანი, ქართული ფინტექ სტარტაპი, სათავეში უდგას პროექტ GCWine-ს (https://gcwine.io/), რომელიც აპირებს შეავსოს სიცარიელე ერთი შეხედვით სრულად განსხვავებულ ორ სამყაროს, კრიპტოსა და ღვინოს შორის. საინტერესოა ის, რომ აბრევიატურა „GCWine“ იშიფრება, როგორც „Georgia Cradle of Wine“ ანუ „საქართველო ღვინის აკვანი“.

გაიცანით GCWine (GCW) ტოკენი, გამოყენებითი ტოკენი, რომელიც მზად არის მოახდინოს რევოლუცია ქართული ღვინის აღქმისა და შეძენის გზაზე. GCWine, საქართველოს ნაყოფიერი ვენახების ნიადაგში მყარად გადგმული ფესვებით, წარმოადგენს ციფრულ ხიდს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გლობალურ მომხმარებლებს შორის. შპს საქართველო ღვინის აკვანის დამფუძნებლისა და დირექტორის, უშანგი მატიაშვილის იდეა GCWine მიზნად ისახავს ქართული ღვინის გლობალურ ასპარეზზე გაყვანას მისი მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის შენარჩუნებით.

GCWine:  ტრადიციისა და ტექნოლოგიების გზაჯვარედინი

საქართველოს 8000 წლიანი მეღვინეობა, ქვეყნის იდენტობასთან გადაჯაჭვული  კულტურული ფენომენი, არის ადამიანის შემოქმედებისა და ინოვაციის ცოცხალი მაგალითი. ქვევრის საკულტო ჭურჭლიდან დაწყებული, მხოლოდ საქართველოში არსებული ყურძნის  მრავალფეროვანი ჯიშებით დამთავრებული, ღვინის ყოველი ყლუპი ინახავს ტრადიციისა და ხელოვნების ამბავს. და მაინც, ასეთი მდიდარი ისტორიისა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები ხშირად აწყდებიან პრობლემებს გლობალური აუდიტორიისთვის თავიანთი ღვინის გაცნობისას.    

სწორედ აქ ჩნდება GCWine-ის პროექტი. ზემოაღნიშნული დიდებული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, შპს საქართველო ღვინის აკვანმა დაისახა ამბიციური მისია, რომელიც შედგება ორი თანაბარმნიშვნელოვანი და ერთდროული კომპონენტისგან: ადგილობრივი მეღვინეებისთვის გლობალურ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და კრიპტოაქტივებისადმი საზოგადოებრივი მიმღებლობის წახალისება.

GCWine-ის პროექტი მიზნად ისახავს, ქართული ღვინო გახდეს ხელმისაწვდომი  მომხმარებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, რათა ქართული ღვინის ინდუსტრია თანდათან დამკვიდრდეს გლობალურ ლიდერებს შორის. ამის მიღწევა შესაძლებელია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. კრიპტოაქტივების, მათ შორის, Bitcoin-ის, Ethereum-ის, BNB-ისა და GCWine (GCW) ტოკენის გლობალური გადახდის მეთოდად დანერგვა უზრუნველყოფს სიჩქარეს, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას ყოველ ტრანზაქციაში, ეს კი რევოლუციას მოახდენს ღვინის შეძენისა და მისით ტკბობის პროცესში. კრიპტოს კონცეფციის ასეთი პრაქტიკული განხორციელებით GCWine ხელს შეუწყობს ციფრული აქტივებისადმი ნდობის გაზრდას და წაახალისებს მათ დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

უკვე გადადგმული ნაბიჯები

GCWine-ის გუნდი მუდმივად ცდილობს მიაღწიოს მიზნებს. შესაბამისად, მათ უკვე გადადგეს ნაბიჯები GCWine-ის მისიის შესასრულებლად.

შპს საქართველო ღვინის აკვანმა გააფორმა პარტნიორობის მემორანდუმები 10 ქართულ ღვინის მარანთან საქართველოში და 1 ქართული ღვინის ექსპორტიორთან გერმანიაში. კომპანია ასევე ამთავრებს თავისი  ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებგვერდის  შექმნას გერმანიაში (https://gcwine.de/), რომლის ფუნქციონირებასაც უზრუნველყოფს მისი გერმანული შვილობილი კომპანია Georgien Wiege des Weins UG (haftungsbeschränkt). საბოლოო ჯამში, GCWine-ის გუნდი გეგმავს დაფაროს მთელი ევროპა ღვინის გაყიდვის კუთხით. 

2023 წლის 4-5 დეკემბერს GCWine-ის გუნდი, პარტნიორი ღვინის მარნების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო Next Block Expo Berlin 2023-ს, როგორც მონაწილე სტარტაპი (ეს ამბავი იხ. შემდეგ ბმულზე: https://gcwine.io/gcwine-at-nbx-berlin-story-2023-on-the-first-day/?fbclid=IwAR1HbYExYnNtexfJVK-mWLxqs2Xu_No1lJOsKkViauiqxWk2ofcwC9IsYg). ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები მიზნად ისახავს კრიპტო აქტივების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების შემთხვევების წარმოჩენას. GCWine-ის გუნდმა 5000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ გლობალურ აუდიტორიას წარუდგინა თავისი პროექტი და პარტნიორების ღვინო.

2023 წლის 31 დეკემბერს GCWine ტოკენის პირველადი შეთავაზების (ICO-ს) დასრულების შემდეგ, მოხდა GCWine (GCW) ტოკენის სავაჭროდ განთავსება (ე.წ. „ლისტინგი“) 3 დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX-ზე): PancakeSwap-ზე, Uniswap-სა და Biswap-ზე. ამრიგად, 2024 წლის იანვრიდან უკვე შესაძლებელია GCWine (GCW) ტოკენით ვაჭრობა. იმავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები GCWine (GCW) ტოკენის ცენტრალიზებულ ბირჟებზე, მათ შორის, Binance-ზე სავაჭროდ განთავსებასთან დაკავშირებით.   

გარდა ამისა, GCWine-ის გუნდმა GCWine-ის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოში კრიპტო საზოგადოებისა და ღვინის მოყვარულთათვის სიურპრიზი მოამზადა. საქართველოში GCWine ტოკენის მფლობელებს, რომლებიც წარადგენენ ტოკენის ფლობის მტკიცებულებას 2024 წლის 15 აპრილამდე, საჩუქრად გადაეცემათ შეზღუდული ტირაჟის, ბრენდირებული ღვინო ექსკლუზიური კოლექციიდან, რომელიც მათ პირდაპირ სახლში გაეგზავნებათ (თბილისის მასშტაბით). ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს კრიპტოაქტივების ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას.

და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია! GCWine აპირებს პარტნიორობის მემორანდუმების გაფორმებას კიდევ ბევრ მეღვინესთან მათი ღვინის საზღვარგარეთ ექსპორტისთვის. ამიტომ,  საქართველოში მეღვინეებს ვურჩევთ, მისწერონ GCWine-ის გუნდს მისამართზე team@gcwine.io, რათა მიიღონ პარტნიორობის შეთავაზებები GCWine-ისგან. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს საქართველო ღვინის აკვანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ცენტრალიზებულ ბირჟებთან, მათ შორის Binance-თან. აგრეთვე იგეგმება კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება. ასე რომ, თვალყური ადევნეთ!

ტოკენების განაწილება (ტოკენომიკა) და სოციალური ასპექტი

105 კვადრილიონი ტოკენის ჯამური მარაგით GCWine-ის პროექტი მიზნად ისახავს, მოახდინოს ჯერ ქართულ ღვინოზე, ხოლო საბოლოოდ, მთლიანად კვებისა და სასმელების ინდუსტრიაზე წვდომის დემოკრატიზება. ტოკენების სტრატეგიული განაწილებით, მათ შორის თანამშრომლებისთვის, პარტნიორებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის ტოკენების გამოყოფით, GCWine ხელს უწყობს საზოგადოებაზე ორიენტირებული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, რაც სარგებელს მოუტანს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

GCWine პროექტი ასევე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას: შპს საქართველო ღვინის აკვანი  გეგმავს კურსების დაფინანსებას, რომლებიც საზოგადოებაში აამაღლებს ბლოკჩეინისა და მეღვინეობის ცოდნას; საუკეთესო კურსდამთავრებულები დაიწყებენ თანამშრომლობას შპს საქართველო ღვინის აკვანთან სხვადასხვა კრიპტო პროექტზე სამუშაოდ ან დასაქმდებიან GCWine-ის პარტნიორ ღვინის კომპანიებში (ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც შპს საქართველო ღვინის აკვანი ააშენებს ღვინის საკუთარ ქარხანას, საუკეთესო კურსდამთავრებულებს ასევე დაასაქმებს თავად GCWine).

GCWine (GCW) ტოკენის განაწილების (ტოკენომიკის) შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ GCWine-ის თეთრი ქაღალდი: https://gcwine.io/wp-content/uploads/2022/07/White-Paper_GCWine_04.04.23eng.pdf .

GCWine-ის სამომავლო თავგადასავალი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარად იწყება GCWine-ის განვითარების მომდევნო ამაღელვებელი ეტაპი. 

პროექტის განვითარების გეგმა ნათელია: ეს არის საერთაშორისო ბრენდის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ხარისხისა და ნამდვილობის სინონიმი. ევროპულ ბაზრებზე გაყიდვების გაფართოებიდან და ღვინის სრულად ფუნქციონირებადი ქარხნის შექმნიდან დაწყებული კრიპტოაქტივების სავაჭრო ყველა ძირითად ბირჟაზე GCWine (GCW) ტოკენის განთავსებითა და, საბოლოო ჯამში, ტოკენის ჩვეულებრივ გლობალურ გადახდის საშუალებად ჩამოყალიბებით დამთავრებული, GCWine-ის ხედვა ამბიციურია, თუმცა მიღწევადი.        

GCWine-თან ერთად მოწმენი ვართ ტრადიციისა და ინოვაციების მომხიბლავი შერწყმისა,  რომელსაც აქვს პოტენციალი, სამუდამოდ შეცვალოს, თუ როგორ ვყიდულობთ და მოვიხმართ ღვინოს, ხოლო, საბოლოო ჯამში, ყველა სახის საკვებსა და სასმელს.  

დასკვნა

სამყაროში, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას, GCWine პროექტი დგას ცვლილებების წინა პლანზე.

GCWine პროექტი წარმოადგენს ახალ სახის მხარდაჭერას მეღვინეებისა და ფერმერებისთვის. ამავდროულად, მომხმარებლებს უჩნდებათ ინოვაციური და საინტერესო საშუალება, ისიამოვნონ მაღალი ხარისხის ღვინით. ეს არის მომგებიანი სიტუაცია ყველა მხარისთვის.

ყოველი მიღწეული ნაბიჯით, GCWine ამტკიცებს, რომ არ არის აუცილებელი, ტრადიცია და ტექნოლოგია იყოს ურთიერთგამომრიცხავი: პირიქით, მათ შეუძლიათ შეავსონ ერთმანეთი და შექმნან რაღაც შესანიშნავი.

გაფრთხილება

სანამ დაიწყებდეთ GCWine-თან ერთად მოგზაურობას, გთხოვთ გამოიჩინოთ სათანადო გულმოდგინება და განახორციელოთ საკუთარი კვლევა. კრიპტოაქტივების ღირებულება მუდმივად მერყეობს. ასეთი რყევების გამო თქვენ შეიძლება დაკარგოთ მთელი თანხა, რომელსაც ჩადებთ კრიპტოაქტივ(ებ)ის შესაძენად. ამიტომ, სანამ რაიმე სახის ინვესტიციას განახორციელებთ კრიპტოაქტივ(ებ)ში, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალებთან, შეაფასოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ინვესტიცია ჩადოთ პასუხისმგებლიანად. GCWine (GCW) ტოკენი გთავაზობთ შეუდარებელ შესაძლებლობებს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი რისკების გაცნობიერებას. ამიტომ, თუ კრიპტოაქტივებისთვის დამახასიათებელი ყველა რისკის გათვალისწინებით, გადაწყვეტთ შეიძინოთ GCWine (GCW) ტოკენი, გთხოვთ, ამისთვის გამოყოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის  დაკარგვისთვისაც მზად ხართ.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები