გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“დაცული ტერიტორიები 100 ათასი ჰექტარით გაიზრდება”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
daculi teritoriebi
daculi teritoriebi

ადრეული გაფრთხილების სისტემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სრულად დასრულდება შესაბამისი სამუშაოები და ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი პროგრესი აქვს ქვეყანას დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდის და ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხითაც.

„ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ფართობები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობები ჩვენს ქვეყანაში. ასევე აღდგება-გაშენდება 15 ათასი ჰექტარი ტყე. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ტემპები ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხით გვაქვს გაზრდილი დაახლოებით ხუთჯერ წინა ხელისუფლებასთან შედარებით. შედარებაც არ ღირს, იმდენად უმნიშვნელო იყო მათ მიერ აღდგენილი და გაშენებული ტყეების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების საკითხი დიდ ქალაქებში და ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თბილისისთვის და რუსთავისთვის.

„თბილისში 25%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგია. რუსთავში 35%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…