გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

დაცულ ტერიტორიებზე ბილიკები და ქოხები მოეწყობა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
daculi teritoriebi
daculi teritoriebi

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, სამი დაცული ტერიტორიის – ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო  ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების (Mountain Hut) განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სამ დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კმ-ის სიგძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კმ-მდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა. დასრულების ეტაპზეა 205 კმ-იან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.

პროექტის ფარგლებში, ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა თავშესაფრისთვის მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი. უკვე დასრულებულია 5 ქოხის მშენებლობა – აბუდელაურში, არხოტში, დათვიჯვარში, ზედა ტანიესა და ქვედა ტანიეში. მიმდინარეობს ხიდოტანის და ქვახიდის ქოხებისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

შვეიცარიაში დამზადებული სამთო ხის ქოხების დეტალების ტრანსპორტირება დაცულ ტერიტორიებზე ვერტმფრენების საშუალებით ხდება, სადაც მონტაჟდება წინასწარ აშენებულ საძირკვლებზე. ქოხების პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, შვეიცარიელებიც მონაწილეობენ.

სხვადასხვა ზომის (116 კვ მეტრიდან 255 კვ მეტრამდე) სამთო ქოხებში გათვალისწინებულია რამდენიმე საძინებელი ოთახი, საპირფარეშოები, საშხაპეები,  დამხმარე და ნარჩენების ოთახები, სამზარეულო/კაფე და ვერანდა. ქოხები უზრუნვეყოფილი იქნება ელექტორენერგიითა და წყლით, რისთვისაც მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის მზის პანელებისა და წყლის რეზერვუარების (სეპტიკების) სამონტაჟო სამუშაოები.

სამთო ქოხების აუცილებელი ინვენტარით აღჭურვას და ქოხებით სარგებლობის რეგულაციას უზრუნვეყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკები და კომფორტული თავშესაფრები დააინტერესებს როგორც პრფესიონალ, ისე დამწყებ მოლაშქრეებს. სათავგადასავლო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეიწყობს რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის და ქვეყნის ცნობადობის ზრდას.

პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსეით ხორციელდება და მისი ღირებულება 27.1 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…