გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამცხე ჯავახეთიtravelnews.ge

Crystal Hotel & SPA – ზაფხულის პერიოდში 95%-ი დაჯავშნილია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Crystal Hotel & SPA
Crystal Hotel & SPA

სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ში ზაფხულის პერიოდი 95%-ით დაჯავშნილია. ამის შესახებ სასტურმოს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე თქმით, სტუმრების 95%-დან დაახლოებით, 80%-ი  უცხოელია.

“ჩვენი სასტუმრო ივლისი-აგვსიტო 95%-ით არის დატვირთული, ხოლო ივნისის თვე 80%-ით, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მონაცემები კიდევ გაიზრდება.  თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ზოგადად ბაკურიანის მიმართ იზრდება. უბრალოდ ჩვენ შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სეგმენტისთვის და ამიტომ ჩვენს მიმართ დაინტერესება გაზრდილია. 

ჩვენი მომხმარებლები ბოლო პერიოდში ძირითადად უცხოელები არიან. საშუალოდ მომხმარებლების რაოდენობის  დაახლოებით, 70%-ს უცხოელები შეადგენენ. მათი მხრიდან მოთხოვნის გაზრდას პირველ რიგში ვუკავშირებ უვიზო მიმოსვლას. ასევე, საქართველო მათთვის შედარებით იაფი ქვეყანაა. გალფის ქვეყნების გარდა ტურისტები ჩამოდიან ისრაელიდანაც (ორგანიზებული ჯგუფები). ზაფხულის სეზონზე ევროპიდან და ამერიკიდან ტურისტები თითქმის არ არიან, მათი რიცხვი  დაახლოებით, 1%-ს შეადგენს. რამდენიმე წლის უკან ევროპული ჯგუფები გვყავდა, მაგრამ  დღეს სამწუხროდ აღარ არიან. ეს ტენდენცია  მთლიან საქართველოზე ვრცელდება.

რაც შეეხება ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნას – შემცირებულია. უმთავრესად იმის გამო, რომ ბაკურიანში საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა და უმეტესობამ თავად იყიდ ბინა”, – აცხადებს გიორგი მაისურაძე.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ფასები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.

გარდა ამისა, გიორგი მაისურაძემ აღნიშნა, რომ Crystal Hotel & SPA ფართოვდება. 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ზამთრის სეზონისთვის კიდევ 60 ნომერი დაემატება.

“მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ზამთრის სეზონისთვის აღნიშნული ნაწილი დამატებული იქნება. მოთხოვნის შესაბამისად განვავითარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჩვენი ტყე-პარკის მოწესრიგებას. ასევე, დიდი ატრაქციონების განთავსება გვსურს, თუმცა არ ვიცით აღნიშნული მიმდინარე წელს  რამდენად მოესწრება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და მაქსიმუმ მომავალ წელს დასრულდება,”-, – აღნიშნავს მაისურაძე. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…