გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Condor Airlines – ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan moseshvili
levan moseshvili

2026 წლის 15 ივნისიდან,  საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან,

,,გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ავიაციის და ტურიზმის, ისე ტრანზიტული მიმართულებების განვითარებისთვის.

2026 წლის 15 ივნისიდან კომპანია ფრანკფურტი–თბილისი–ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ, ყოველდღიურ რეისებს განაახლებს.

ეს სიახლე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, რაც ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, – ‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება.  2025 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი-სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Condor Airlines-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…