გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Conde Nast Traveller საქართველოში მოგზაურობას გვირჩევს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Conde Nast Traveller
Conde Nast Traveller

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

„საქართველო წელიწადის ამ დროს მთის ჰაერის, ვენახებით დაფარული ველებისა და კომპაქტური ქალაქების ნაზავია, სადაც ჩამოსვლის შემდეგ მოგზაურობას დიდი დაგეგმვა არ სჭირდება. მაისში ქვეყანაში უკვე ნამდვილი გაზაფხულია: თბილისში ტემპერატურა 15–25°C-ია, კავკასიონის მაღალმთიან რეგიონებში კი უფრო გრილა და თოვლის დნობისგან ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული,“ – წერს Conde Nast Traveller-ის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილია თბილისი, ქალაქის ისტორიული უბნები და ტურისტული მარშრუტები. საქართველოს დედაქალაქთან ერთად Conde Nast Traveller მკითხველს რეგიონებში მოგზაურობასაც ურჩევს.

„თბილისიდან მოგზაურები ხშირად მიემართებიან ჩრდილოეთით, ყაზბეგის მიმართულებით. მაისში ხეობა მთლიანად გამწვანებულია, ტემპერატურა 10–20°C-ის ფარგლებშია, რაც კომფორტულ პირობებს ქმნის ლაშქრობისთვის. გერგეტის სამების ტაძრამდე ასასვლელი სალაშქრო ბილიკი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, სადაც ცვალებადი ღრუბლოვანი პეიზაჟები იშლება“,- აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე აღწერილია კახეთის რეგიონში მდებარე საოჯახო მარნები ღვინის დეგუსტაციებით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – მცხეთა და უფლისციხე.

პუბლიკაციაში, საქართველოსთან ერთად, ნეპალი, შრი-ლანკა და ბუტანია დასახელებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…