CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო გულსართიანი ცომეული გამოავლინა, რომელთა შორის ქართული ხინკალი მოხვდა.
გამოცემა 35-მდე კერძს ასახელებს. რეიტინგში მოხვდა – რუსული პელმენი, იტალიური რავიოლი, ჩინური სიომაი, ინდური მოდაკი, იაპონური დაიფუკუ – მოჩი და სხვა ქვეყნის გულსართიანი ცომეული მოხვდა.
„ხინკალი მზადდება ნაკეცებით მოხვეულ ცომში საქონლისა და ღორის ხორცის მოთავსებით. როგორც წესი, მას მსხვილად დაფქულ შავ პილპილთან ერთად მიირთმევენ. გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიჯნაზე, საქართველოს საკუთარი პროდუქტი აქვს“, – წერს CNN.