გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ციურიხი საქართველოსთვის სრულიად ახალი მიმართულებაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan moseshvili
levan moseshvili

ლევან მოსეშვილი: ციურიხი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, ისტორიულად აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ, შვეიცარიულმა Edelweiss-მა ციურიხის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ციურიხი არის მეორე შვეიცარიული ქალაქი ჟენევის შემდეგ, რომელიც მგზავრებს საქართველოში ფრენებს კვირაში 2 სიხშირით სთავაზობს.

,,მოხარულები ვართ, რომ წარმატებული მოლაპარაკებებისა და საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის Luftansa-ს წარმომადგენელმა, კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება.

ციურიხი – სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით ფრენები აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან განხორციელებულა. 

ვფიქრობთ, ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ easyJet-თან ერთად შვეიცარიული Edelweiss-ი  კვირაში ჯამურად ოთხი სიხშირით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ბაზარზე მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვის მხრივ,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. ლევან მოსეშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი ინტერესი შვეიცარიელი ტურისტების მხრიდან საქართველოში გრძელვადიანი დასვენების მიზნით ჩამოსვლისთვის. 

Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა  გამთენიისას განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…