გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ჩვენი, ტურისტული ქვეყნის როლი და ცნობადობა იზრდება”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan-davitashvili
levan-davitashvili

„ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა  და როლი ბოლო წლებში იზრდება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ისიც არის, რომ მსოფლიო ტურიზმის  დღე წელს აქ აღინიშნება. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის მნიშვნელობას, იკრიბებიან სექტორის ლიდერები, ტურიზმის  ექსპერტები, ინდუსტრიის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ტურიზმის დარგში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრისას.

 ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“, რაც საქართველოსთვისაც აქტუალური საკითხია, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. როგორც მან აღნიშნა, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში და ასევე ტურიზმს გარკვეული ფუნქციაც აქვს – ხელი შეუწყოს მშვიდობას ხალხთა შორის.

 „საქართველოსთვის მშვიდობის თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე ომი გადახდა თავს, რომელმაც თავის საკუთარ თავზე იწვნია ომის პრობლემები, გამოწვევები, ტრაგედიები. ასე რომ, ყველაზე მეტად ვიცით მშვიდობის ფასი“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ღონისძიების მასშტაბურობასა და წარმომადგენლობით ხასიათზე – დღეს თბილისში იმყოფება 150-ზე მეტი დელეგატი 40-ზე მეტი ქვეყნიდან,  მათ შორის ინდუსტრიის წამყვანი პირები, წამყვანი ინვესტორები, ასევე პოლიტიკის შემქმნელი ორგანიზაციები მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათი საქართველოში  ყოფნა, რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც  ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ასპარეზზე.

 „დღეს ჩვენ ასევე კონკრეტიკაზეც ვისაუბრეთ – წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეს საინტერესო გზამკვლევია, რომელიც  ტურიზმის საერთაშორისო  ორგანიზაციასთან  ერთად მომზადდა  და ვფიქრობ, საქართველოში წაახალისებს ტურიზმის ინდუსტრიაში ხარისხიან, მათ შორის უცხოურ ინვესტიციებს. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად საქართველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საკითხზე, გვქონდა  ორმხრივი შეხვედრები  სხვადასხვა ქვეყანასთან – თუ როგორ წავახალისოთ საქართველოში ტურისტების რიცხვის ზრდა, ეს იქნება მაგალითად მედია-ტურები, ცნობადობის გაზრდა და ა.შ. კიდევ ბევრი დეტალი მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმებში აისახება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…