გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ჩვენი მიზანია დადებითი ეფექტი ყველა რეგიონში არსებობდეს”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mariam_kvirvishvili
mariam_kvirvishvili

2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023  წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს. იანვარი-ივნისის პერიოდში  2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა – 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს მდგრად განვითარებას და განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა ასახულია მეორე კვარტლის მონაცემებშიც – 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც საერთაშორისო მოგზაურების  (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%).

„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების კუთხით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია გერმანია, საიდანაც დაახლოებით 30 პროცენტზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობენ ყურის ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას – აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანით, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა ზრუნავს პირდაპირი ფრენების სტიმულირებაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს  მეტი პირდაპირი ავიარეისი  სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც ისახება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, ახალი ავიარეისების გახსნაზე, ფრენების მეტი სიხშირეების შესრულებაზე და ეს ყველაფერი გამოხატულია ციფრებში, მგზავრთნაკადის რეკორდულ მაჩვენებლებში  – მიმდინარე წლის  6 თვეში,  საქართველოს აეროპორტები  3 204 833 მგზავრს და 14 127 რეისს მოემსახურა,  2023 წლის იანვარ-ივნისთან მიმართებაში მგზავრთნაკადის ზრდა 30%-ს, ავიარეისების ზრდა კი  33% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ორ კვარტალში 29%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე ხოლო რეისების ოდენობა 20%-თ არის გაზრდილი. მეორე კვარტლის მონაცემებით,  2024 წელს მგზავრთნაკადში 25%-იანი (1,426,499 მგზავრი), რეისების რაოდენობაში კი  31%-იანი  (6,075 რეისი) ზრდა ფიქსირდება.

 „საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, გვაქვს მრავალი მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე, მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური და ვუზრუნველვყოთ ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტის თანაბრად გადანაწილება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელზე იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…